ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას გზის რეაბილიტაციაზე 86 მლნ ლარი დაიხარჯება

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას გზის რეაბილიტაციაზე 86 მლნ ლარი დაიხარჯება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. 86-მილიონიან ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 19 ივნისია.

“ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.

ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის პირველ, 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო გზის მეორე მონაკვეთის დასრულება, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, გზის მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე წარსულში აზერბაიჯანული კომპანია “აკკორდი” მუშაობდა, რომელსაც პროექტი 2021 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მასთან კონტრაქტი შეწყდა. გზის პირველი ლოტი კი ქართულმა კომპანია “ბლექ სი გრუპმა” ააშენა, რაზეც 105 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…